02:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 13:14:37, 594 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი ბელარუსში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში იმყოფება და საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომერციული მედიაციის თემაზე მიმდინარე ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით იმართება, სადაც იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, სამართლის დარგის სპეციალისტები მედიაციის გზით დავების მოგვარების შესახებ მსჯელობენ. მინისტრთან ერთად ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

თეა წულუკიანი ფორუმის საბჭოს წევრებს საერთო სასამართლოების სისტემაში იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის გეგმის  შესახებ ესაუბრა.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას გეგმავს.

რეფორმა კომერციული და საგადასახადო დავების განხილვისათვის სპეციალური ცოდნის მქონე მოსამართლეთაგან შემდგარი კოლეგიების/პალატების შექმნას ითვალისწინებს, რომელთა მიზანი ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა იქნება. ამ რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება როგორც სასამართლო, ისე სანოტარო მედიაციის კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარებაა, რომელიც სამოქალაქო დავების სწრაფი და ეფექტური მოგვარების ალტერნატიული ხერხია. აღნიშნული ინიციატივის მიზანია როგორც მოქალაქის თუ ბიზნესის დროისა და ფინანსების დაზოგვა, ისე სამოქალაქო კოლეგიების დიდი ოდენობის საქმეებისგან განტვირთვა. ამასთან, ხსენებული რეფორმის შედეგად გაიზრდება მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას; ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას.

რეფორმის იდეა მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და მას კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით იუსტიციის სამინისტრო წარმართავს”, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

თეა წულუკიანს მასპინძლობას ბელარუსის იუსტიციის მინისტრი ოლეგ სლიჟევსკი უწევს.

ფორუმი ორდღიანია და ის 12 ოქტომბერს სრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics