02:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 11:05:55, 602 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: აგრესიული რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შემაშფოთებელია

რუსეთის ქმედებებიდან ყველაზე შემაშფოთებელი, მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ახალი შესაძლებლობები განავითარეს. მათ განათავსეს უფრო მეტი სამხედრო დანაყოფი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე შემაშფოთებელია ის ფაქტო, რომ ისინი მზად არიან, ძალა გამოიყენონ მეზობლების წინააღმდეგ - უკრაინაში, ყირიმში, ასევე საქართველოში. მათ განათავსეს ძალები მოლოდვაში მოლდოვის მთავრობის  ნების საწინააღმდეგოდ. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ უფრო აგრესიულ, უფრო ძლიერ რუსეთს, რომელსაც ძალის გამოყენება სურს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთანავე, ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობაზე  ისაუბრეს.

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ყურადღება სირიის კონფლიქტის ესკალაციაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის განხრციელების ერთადერთი გზა სანქციების გახანგრძლივებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics