|
2016-10-10 18:31:18, 797 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ჩვენი პარტია ჩამოყალიბდა ერთადერთ პროდასავლურ ძალად და არსად წასვლას არ აპირებს
მე და ჩვენი გუნდი ცალსახად ვაცხადებთ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, დღეს პოლიტიკური ლიდერების მიერ დაანონსებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა მმართველი გუნდი გააძლიეროს. "დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას და პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას. შექმნილი სიტუაცია ქმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას. რეალობას სადაც, "ნაციონალური მოძროაბა" არ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, არამედ ყალიბდება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად ამ ქვეყანაში. "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი საქართველოს მომავლისთვის, რომ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი და იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და პოლიტიკური ოპოზიცია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა. დავით ბაქრაძემ ასევე ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა კანონიერ ზომებს მიიღებენ გამარჯვებისთვის. "რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება ჩვენი ბრძოლის ფორმები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი ნაჩქარები გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მავნე საერთო პერსპექტივისთვის და ამ ბრძოლის მომავლისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე. იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი დაანონსებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებას, მხოლოდ გულის მოფხანას და ამ ყველაფრით რეალურად გააძლიეროს დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ არ ვაპირებთ გულის მოფხანას, ჩვენ არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხელისუფლებას გააძლიერებს", - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე განცხადებით, პარტია უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. "გადაწყვეტილებას ამის თაობაზე მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო. ვაგრძელებთ ბრძოლას და გამოვიყენებთ ყველა კანონიერ მეთოდს. ჩვენი შეფასებით კანონიერი მეთოდები მოიცავს, როგორც საპროტესტო აქციებს, ასევე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლას და უცხოეთში ჩვენ პარტნიორებთან მუშაობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამომრჩეველთან, იმ ნახევარ მილიონ ხალხთან ერთად ვინც მხარი დაგვიჭირა აუცილებლად ვიქნებით წარმატებული", - განაცხადა დავით ბაქრაზემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)