|
2016-10-10 15:44:30, 755 ნახვა
პოლიტიკა
გოგუაძე: ხალხს არ აქვს გააზრებული, როგორი ტიპის სახელმწიფო მიიღო
ჩვენ "თავისუფალი დემოკრატები" ამ არჩევნებში დავმარცხდით, რადგან ვერ მივიღეთ შედეგი რასაც ველოდით, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ ირაკლი ალასანიას ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გოგუაძემ აღნიშნა, პარტია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. "ყველას გვაქვს კრიზისის დრო. კრიზისის დრო, ასევე არის შესაძლებლობების გახსნის დროც. აუცილებლად გადავხარისხდებით, გავაანალიზებთ ყველა შეცდომას რაც დავუშვით და აუცილებლად ვიბრძოლებთ ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ასეთი არჩევანი გააკეთა, მგონი ზუსტად არ აქვთ გააზრებული, თუ როგორი ტიპის სახელმწიფო მიიღო. მჯერა, რომ ასეთი ტიპის სახელმწიფო საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს, საქართველოში პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ეს დრო ქვეყანაში აუცილებლად დადგება", - განაცხადა გოგუაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვინ რჩება პარტიაში, გოგუაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი გახდება ცნობილი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)