01:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 14:55:59, 795 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: არ გამიხარდა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტი არ მოხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "თავისუფალ დემოკრატებთან" 2008-2009 წლებში მათუ გაერთიანება სწორი იყო, 2010 წელს კი მათი დაშლა იყო არასწორი ნაბიჯი. 

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას არ გაუხარდა რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტი არ მოხვდნენ. 

""თავისუფალი დემოკრტების" და "რესპუბლიკელების" გაერთიანება იყო სწორი და ეს გავაკეთეთ ჩვენ 2008-2009 წლებში, მე პირადად სპეციალურად ჩავედი მაშინ ნიუ-იორკში ირაკლი ალასანია მაშინ ჯერ კიდევ გაეროში საქართველოს წარმომადგენელი იყო. შეხვდი მას და მაშინ შევჯერდით იმაზე, რომ ჩვენ ერთად პოლიტიკურ ბრძოლას დავიწყებდით. მაშინ შეიქმნა ალიანსი საქართველოსათვის, ახალ მემრჯვენეებთან და გამყრელიძესთან ერთად, შემდგომ არასწორი იყო ის, რომ ჩვენ 2010 წელს დავიშალეთ.

მას შემდეგ ჩვენ ბევრი რამ ერთად ვაკეთეთ, ზოგი რამ ცალ-ცალკე ვაკეთეთ, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთის წარუმატებლობაში დაინტერესებულნი. მე რა თქმა უნდა ყველაზე მეტად საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე არ გამიხარდა და არ მესიამოვნა რესპუბლიკური პარტიის ვერ მოხვედრა პარლამენტში, ამის შემდეგ ყველაზე მეტად არ გამიხარდა და არ მესიამოვნა "თავისუფალი დემოკრატების" ვერ მოხვედრა პარლამენტში. მე მგონია, რომ ეს ხალხი სჭირდება ქვეყანას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება გზები და საშუალებები როდესაც ეს ყველაფერი გაგრძელდება, ერთად, ცალ-ცალკე, ხან ისე, ხან ასე, ამას გვაჩვენებს ვითარება", - განაცხადა უსუფაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics