01:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 13:44:33, 721 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილის აზრით, პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა შეცდომების დაშვების ყველაზე მარტივი გზაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა შეცდომების დაშვების ყველაზე მარტივი გზაა.

მისივე თქმით, არ იცის ევროპაში ქვეყანა, სადაც  კონსტიტუციური უმრავლესობა წარმატებულიიყო:

"საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა კი არ არის რთული, შეცდომების დაშვებაა ადვილი. ეს ძალიან ხშირად მომხდარა ჩვენს რეალობაში. კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული ჩვენს ცხოვრებაში ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არის შეცდომების ყველაზე უფრო ადვილად დაშვების შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც ადამიანებს უვითარდებათ განცდა, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან და ასე უფრო მარტივია ყველაფრის კეთება და უშვებენ შეცეომებს.

ეს არის სახიფათო და ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია. მაშინ არის მთავრობა უფრო წარმატებული, როდესაც 90%-ს აკონტროლებს პარლამენტში, თუ მაშინ, როდესაც მას საშუალება აქვს ჩაატაროს კონსულტაციები და კონსენსუსები ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ისე მიიღოს გადაწყვეტილებები. ევროპაში ერთ ქვეყანას მაინც თუ მანახებთ, სადაც იყო წარმატებული კონსტიტუციური უმრავლესობა, მეც შეიძლება შევიცვალო აზრი.

კარგად მესმის დღევანდელი აღტკინება, რასაც ვხედავ ჩემს კოლეგებში, თუ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებში სიამაყით ამბობენ, იცით, ეს ჩვენ გვექნება, თითქოს ჩვენ ამით ევერესტზე ავედითო. ევერესტზე ასვლა მთავარი არ არის, იქიდან ცამოსვლაც აუცილებელია დაუზიანებლად",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics