01:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 13:43:42, 790 ნახვა

პოლიტიკა
სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე არჩევნების დღეს სულ 71 ზარი შევიდა

 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის დროული დახმარების გაწევის მიზნით 8 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი  (+995 32) 2 40 10 10 მუშაობდა.

სააგენტოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს  ცხელ ხაზზე 12 საათის განმავლობაში 71 ზარი შევიდა. მოქალაქეთა ყველაზე მაღალი აქტივობა 10:00 და 18:00 საათამდე დაფიქსირდა და, ძირითადად, სხვადასხვა ტიპის კონსულტაციის გაწევას ეხებოდა.

„ყველაზე მეტი ზარი იმ მოქალაქეებისაგან შევიდა, ვისაც მოქმედი პირადობის მოწმობა არ გააჩნდა. მიუხედავად იმ მასშტაბური აქციისა, რომელიც კონკრეტულად ამ სეგმენტისთვის გამოცხადდა და უსაბუთო მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემას ითვალისწინებდა, აღმოჩნდა, რომ კვლავ არიან უსაბუთო მოქალაქეები.

იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს პირადობის მოწმობის არმქონე მოქალაქეებს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნამდე ისარგებლონ უფასო პირადობის მოწმობის აქციით, მიიღონ საბუთი, რათა არჩევნების მე-2 ტურისათვის მაინც შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება. 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იმ პირებისათვის გამოცხადდა, ვინც იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტებს ფლობდა. აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს 30 ოქტომბრამდე შეუძლიათ, უფასოდ აიღონ პირადობის მოწმობა. ამასთან, 15 ივლისი -15 სექტემბერს მიმდინარეობდა აქცია, რომლის ძალითაც უფასოდ აიღო დოკუმენტი ყველა პირმა, ვის პირადობის მოწმობასაც 8 ოქტომბრამდე ეწურებოდა მოქმედების ვადა. ამრიგად, ორივე აქციით, ჯამში,  8 ოქტომბრამდე 137  762  ადამიანმა ისარგებლა და არჩევნების დღისთვის უფასოდ შეძლო საბუთების მოწესრიგება.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; 1 958 961 მოქალაქეზე გაიცა ახალი პირადობის მოწმობა, რომელთაგან 1 107 108 პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 931 136). მოქალაქეები გათავისუფლდნენ ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისაგან. ამ ღონისძიებების შედეგად 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 452 496 ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი და ბიომეტრიული მონაცემია“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics