|
2016-10-10 11:25:25, 926 ნახვა
პოლიტიკა
მენაბდე: ამ საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაში, ჩვენ უკონტროლო უმრავლესობა გვეყოლება
მმართველი გუნდი უკვე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ალაპარაკდა. ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას გეგმავენ. კერძოდ, მათ მიაჩნიათ, პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ამ თემასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს გაესაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდეგ, საქართველო თუ სრულად არა, ძალიან ახლოს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელთან. მისივე განმარტებით, საპარლამენტო რესპუბლიკა ცუდი მოდელი არაა, მაგრამ მმართველობის მოდელი იმ გამოწვევების მიხედვით უნდა შეირჩეს, რომელიც ქვეყანას გააჩნია: „ მოსალოდნელიც იყო, რადგან ისინი საუბრობდნენ ამაზე მთელი წინა ვადის განავლობაში, რომ უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტის არჩევა არა პირდაპირ, არამედ ირიბი წესით. თქვენ იცით, რომ საქართველო არა რის საპარლამენტო რესპუბლიკა, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, ძლიერი პრემიერით და შედარებით სუსტი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტით, ამ ცვლილებების შემდეგ, ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით, თუ სრულად არა, საპარლამენტო რესპუბლიკასთან. საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის ცუდი მოდელი კონსტიტუციური სისტემის, საერთოდაც არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპრეზიდენტო ცუდია, საპარლამენტო კარგია, ამ შინაარსის საუბარი არ იქნებოდა სწორი. უბრალოდ უნდა ამოვიდეთ იქიდან, თუ რომელ ქვეყანას რა გამოწვევები აქვს და იმის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ“,-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ და დასძინა, რომ დღევანდელ ვითარებაში სრულად საპარლამენტო რესპუბლიკა მიუღებელი და პრობლემურია: „ საქმე ისაა, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო კონსოლიდირებული ძალაუფლება. ეს ჰქონდა პრეზიდენტს 2010 წლის რეფორმამდე და ახლა ამის მიმართ უკმაყოფილება არსებობდა, რადგან მკაფიო იყო, რომ ეს იყო პრობლემა, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას აფერხებდა. თუ ეს ინიციატივა განხორციელდა, ახლა გვექნება ვითარება, რომ პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტს, ეს ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა დააკომპლექტებს როგორც მთავრობას, ისე ქვეყნის პირველ პირს, სახელმწიფოს მეთაურს, განაწესებს თანამდებობაზე,რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ხელისუფლების ძალთა ბალანსის არსებობას ქვეყანაში. ქვეყანაში, რომელიც უნიტარული მოწყობისაა, ანუ არ გვყავს ფედერალური სუბიექტები, არც რეგიონული მოწყობა არაა, ანუ ძირითადი ძალაუფლება ცენტრშია თავმოყრილი, ერთ უმრავლესობას, რომელიც პარლამენტშია აქვს ძალაუფლება, ხოლო მეორე მხრივ პარლამენტი არის ერთპალატიანი, ორ პალატიანის შემთხვევაში ჩვენ გვეყოლებოდა ორი სხვადასხვა ლოგიკით და სხვადასხვა დროს არჩეული ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსი, მაგრამ ერთპალატიანი პარლამენტი გვაქვს რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ყოველგვარ ბალანსს. ფაქტობრივად, ჩვენ გვეყოლება უკონტროლო უმრავლესობა, რომლის დაბალანსების შანსი, რომელიც არსებობს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, შემცირდება. ამგვარი რეალობის დადგომის ალბათობა შემცირდება. არ გამოირციხება , მაგრამ შემცირდება“,-განუცხადა ვახუშტი მენაბდემ „ექსპრესნიუსს“.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)