23:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 10:05:58, 830 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: დადასტურდა, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის გამარჯვება იყო

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საგარეო უწყების მოწვევით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების პროცესზე ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით,  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნეს თავიანთი პირველადი შეფასებები და აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირდა, რომ აღნიშნული არჩევნები არის დიდი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესში.

„აღნიშნული არჩევნები იყო ქართული დემოკრატიის გამარჯვება, რაც დადასტურდა როგორც თავისუფალი საარჩევნო პროცესით, ასევე  იმ ღია და გამჭირვალე საარჩევნო გარემოთი, რითიც ხასიათდებოდა მთელი ეს პერიოდი. სწორედ ამ მიმართულებებზე ვისაუბრეთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირ​ვებლებითაც, რომლებიც ხანგრძლივი ვადით აკვირდებოდნენ არჩევნებს. შესაბამისად მათი შეფასებები  ეხება არა მარტო ხმის მიცემის დღეს, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს, წინასაარჩევნო პერიოდს.  ეს არჩევნები იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის  უმნიშვნელოვანესი და დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ  გადადგმული დიდი ნაბიჯი.  დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზაობა გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან  მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერისისა და საარჩევნო პროცესების აქტიური მონიტორინგისათვის. მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობამ ხელი შეუწყო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics