23:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 09:41:12, 598 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩავატარეთ

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა და  ყველა შეფასებით ეს იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

პრემიერი ამომრჩეველს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვიორვებლებს, არასამთავრობო სექტორს  მადლობას უხდის:

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არჩევნების მონიტორინგისა და აქტიური ჩართულობისთვის. მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დადებითად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. აღსანიშნავია ეუთოს შეფასება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტულ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე მიულოცეს საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უზრუნველვყავით დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო და ჩავატარეთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. მადლობას ვუხდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მათმა ეფექტურმა და მიუკერძოებელმა მუშაობამ მნიშვნელოვნად განაპირობა არჩევნების მაღალი სტანდარტი. მიუხედავად ამისა, მოხდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა: 1. ასეთი ფაქტების მასშტაბი და რაოდენობა იყო იმდენად მცირე, რომ გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე. 2. ყველა ამ ინციდენტზე ხდება რეაგირება და მიმდინარეობს შემდგომი სამართლებრივი პროცედურები, არიან დაკავებულებიც. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისთვის და ეს მიზანი მიღწეულია. განსაკუთრებული მადლობა, ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებმაც ასეთი დიდი ნდობა გამოგვიცხადეს. მართალია, ჯერ არ არის გამოქვეყნებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგი, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ძალიან დიდია. ეს არის უდიდესი მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ქვეყნის მართვას სწორედ ჩვენ გვანდობს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და ამავე დროს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც, ჩვენი გუნდი, თითოეული ჩვენგანი გაათმაგებული შრომით უპასუხებს. წინასწარი მონაცემებით, ბევრ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ სრულიად შეგნებულად ავწიეთ ბარიერი 50 პროცენტამდე, რათა დემოკარტიულობის და ლეგიტიმაციის ხარისხი ყოფილიყო მაღალი. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი საპარლამენტო არჩვენები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვა უწევთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მეორე ტურშიც იქნება ამომრჩევლების მაღალი აქტივობა და ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„საერთაშორისო ორგანზიაციების მიერ გაკეთებეული შეფასებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს, რაც ჩვენი შეფასებით, არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და არჩევნების მიმდინარეობისას მაღალპროფესიულად აშუქებდნენ პროცესებს და აწვდიდნენ ამომრჩეველს ობიექტურ ინფორმაციას, აღარაფერს ვამბობ გუშინდელ დღეზე, როდესაც მათ 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ჩატარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics