23:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 17:42:15, 693 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: არჩევნები შეფასდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო და ადგილობრივი  სადამკვირვებლო ორგანიზაციიების მიერ გაკეთებულ  შეფასებებს ეხმაურება.

ჩუგოშვილის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ  საარჩევნო გარემო იყო უმეტეს წილად მშვიდი, კარგად ორგანიზებული და რომ არჩევნების შედეგები  ქართველი ამომრჩევლის ნებას ასახავს.

მისივე განმარტებით, გუშინდელი არჩევნები შეფასდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

პირველ რიგში, გვინდა მადლობა გადავუხადოთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, როგორც საერთაშორისოს, ისე ადგილობრივს, მათ მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი შრომისთვის. მათ მიერ შესრულებული სამუშაო არის ძალიან დიდი წვლილი შეტანილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და ეხმარება  ქვეყანას იმაში, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები იყოს კიდევ უფრო დახვეწილი და იყოს გაუმჯობესებული. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოულოცა საქართველოს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემო იყო უმეტეს წილად მშვიდი, კარგად ორგანიზებული და რომ არჩევნების შედეგები ასახავს, ქართველი ამომრჩევლის ნებას. გუშინდელი არჩევნები შეფასდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს, ევროკავშირის ერთობლივი შეფასების თანახმად,  რამდენიმე აქცენტი მინდა გამოვყო მათ საერთო შეფასებაში, არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, ანუ კარგად ორგანიზებული. დაცული იყო ნების გამოხატვის თავისუფლება. მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, გუშინდელი დღის განმავლობაში საარჩევნო კამპანიამ უმეტეს წილად ჩაიარა მშვიდ გარემოში და საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველთა სიები  იმსახურებდა ნდობას. მათივე შეფასებით, არჩევნები, ზოგადად კამპანია და საარჩევნო პროცესი იყო ძალიან კონკურენტული და მედია გარემო იყო პლურალისტული, სადაც პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ  თავიანთი მოსაზრებები მიეწოდებინათ ამომრჩევლებისთვის. მათვე აღნიშნეს, რომ მიუხედავად ამისა, ამ პოზიტიური მედია გარემოსი, ზოგიერთი მედია საშუალება დაუბალანსებლად გადასცემდა და აშუქებდა საარჩევნო პროცესს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის შეფასებით, გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით ლიდერის სტატუსი. ჩვენთვის და ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა და აქვე აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ და აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ოპოზიციური პარტიების განცხადებები ცესკოს საქმიანობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, არის ძალიან საყურადღებო. კერძოდ, მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე ციტატა ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის წარმომადგენლის განცხადებით, ის რომ ის იმედგაცრუებულია ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის განცხადებით, რომლებიც არჩევნების შედეგებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან არანაირი საფუძველი არჩევნების შედეგში ეჭვის შეტანისათვის არ არსებობს. ასევე, ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის წარმომადგენლის მიერ იქნა ნათქვამი, რომ აჩევნების ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე შედეგების ეჭქვეშ დაყენება მიუღებელია და პოლიტიკური მოუმწიფებლობის ნიშანია. დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ასევე გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები კენჭისყრის, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის თაობაზე“,-განაცხადა ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ ყველა შენიშვნისა და რეკომენდაციის გათვალისწინებას აპირებენ:

„იმისთვის, რომ სამომავლოდ საარჩევნო გარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი,იყოს კიდევ უფრო თავისუფალი,დემოკრატიული და სამართლიანი“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics