23:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 17:38:02, 851 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში არჩევნების მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში გაიმართება

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში გაიმართება.

4 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირველივე ტურში ლიდერობს.

კერძოდ, #3 ოლქში (ვაკის რაიონი) „ოცნების“ კანდიდატ ზაზა ხუციშვილს ამომარჩეველთა 50.53%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე 19.3%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილია, მესამეზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი გია ნუცუბიძე - 7.65%.

#4 ოლქში (საბურთალოს რაიონი) „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა მდინარაძეს 51.81%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს 20.67%-მა, მესამე ადგილზე კი, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი გავიდა.

#5 ოლქში (საბურთალოს რაიონი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 51.52% მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი როინიშვილმა 18.84%, მესამე ადგილი კი, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დავით ონოფრიშვილია - 10.05%.

#14 ოლქში(ჩუღურეთის რაიონი) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ვოლსკის ამომრჩეველთა 57.32%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე ხმათა 23.71%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჩოლოყაშვილი გავიდა, ხოლო მესამეზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დავით ამაშუკელი 6.09%-ით.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50 საარჩევნო ოლქში გაიმართება.

შეგახსენებთ, „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს არაუგვიანეს 25-ე დღისა.  შესაბამისად, მეორე ტური 2 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics