23:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 16:59:56, 733 ნახვა

პოლიტიკა
NDI: ძირითადი პრობლემები ძალადობა და დაშინება, დროული რეაგირების არარსებობა და უთანასწორობა იყო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კარგ გარემოში დაიწყო, თუმცა მათივე თქმით შემდეგ განვითარებულმა დაპირისპირებებმა უარყოფითი კვალი დატოვეს არჩევნებზე.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაფიქსირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ისეთი დარღვევები, როგორიცაა დამკვირვებლების მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევა.

NDI-ის შეფასებით, ქართველმა ხალხმა ხმა მშვიდ გარემოში მისცა და ცესკო-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად დამატებითი საათების განმავლობაში მუშაობდნენ.

NDI-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, საარჩევნო უბნებზე უფრო მეტი დამკვირვებელი ქალი იყო, რაც უცნაურია იმის ფონზე, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქალების მონაწილეობა საკმაოდ დაბალია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის განცხადებით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადებულმა ერთმანეთისგან განსხვავებულმა ეგზიტპოლებმა პროტესტი გამოიწვიეს, რასაც დაპირიპირებები მოჰყვა.

მათივე შეფასებით, დაპირისპირებები ამომრჩევლის ნების გამოხატვას და ცესკო-ს მუშაობას ხელს უშლის.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს მუშაობა დადებითად შეაფასა. როგორც მათ აღნიშნეს, ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ შეეზღუდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესის ოთხ ძირითად ასპექტზე ისაუბრეს, რომლებიც საარჩევნო პროცესზე ნეგატიურად აისახა.

NDI-ის განცხადებით, ძირითადი პრობლემები, ძალადობა და დაშინება, დროული რეაგირების არარსებობა, უთანასწორობა და ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყნება იყო.

როგორც ორგანიზაცია აფასებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია, მათ შორის ბიუჯეტიდან სახრების გამოყენების კუთხით, რაც გულისხმობს იმას, რომ წელს ბიუჯეტიდან უფრო ნაკლები სახსრები დაიხარჯა. 

მათივე ინფორმაციით, იყო ათობით საჩივარი, მათ შორის საჩივრები პოლიციის მხირდან შევიწროების თაობაზე, თუმცა საბოლოო ჯამში საარჩევნო გარემო საქართველოში იყო მშვიდი, ამასთანავე, როგორც ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში აცხადებენ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, საარჩევნო გარემო დადებითან შეაფასა. ამავდროულად, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ რეკომენდაციები გასცა. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი განაგრძობს დაკვირვებებს, მათ შორის მეორე ტურის არჩევნებზეც, რათა სრულფასოვანი სურათი ჩამოაყალიბოს და ამავდროულად მოუწოდებს ყველა მხარეს საჩივრების განსახილველად კანონის შესაბამისი გზები გამოიყენონ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics