|
2016-10-09 09:43:08, 831 ნახვა
პოლიტიკა
ჟვანია: შედეგები აჩვენებს, რომ მეორე ტური შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში გაიმართოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ ეტაპზე სხვადასხვა უბანზე დათვლილი შედეგები არ იძლევა საშუალებას, ზუსტად განისაზღვროს, თუ რამდენ საარჩევნო ოლქში გახდება საჭირო მეორე ტურის ჩატარება. თუმცა, მისივე განმარტებით, რამდენიმე უბნის მიხედვით დათვლილი შედეგები აჩვენებს სურათს, რომ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში მეორე ტურის ჩატარება იქნება აუცილებელი: „მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე შედეგები არ იძლევა საშუალებას, ზუსტად იქნას განსაზღვრული, რამდენ შემთხვევაში და რამდენ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური. თუმცა, ის შედეგები, რომელიც რამდენიმე უბნის მიხედვითაა დათვლილი, ჯერჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში მოხდეს მეორე ტურის გამართვა.აქედან გამომდინარე, თითოეული უბნის შედეგი არის მნიშვნელოვანი და იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოოდ ვნახოთ სურათი, წინასწარი მონაცემებით, სად იქნება დიდი ალბათობით შესაძლებელი მეორე ტურების გამართვა. ვაგრძელებთ შემაჯამებელი ოქმების დამუშავებას, რომ რაც შეიძლება მალე იქნას დამუშავებული როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ და დასძინა, ხმის დათვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს: „დღეს დილის 8:00 საათზე მოხდა ჩვენი ხმის დათვლის ცენტრის თანამშრომელთა ახლებით ჩანაცვლება. ამ ეტაპზე დამუშავებულია1415 ოქმი, რომლის შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზე“,-აღნიშნა ჟვანიამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)