|
2015-03-17 10:17:34, 539 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი:
"ნაციონალური მოძრაობა" რბილად რომ ვთქვა, ბევრ ცუდ საქმეებშია შემჩნეული და სამწუხაროდ, მათ მიერ ჩადენილი უბედურებების გამოძიება ვერ დასრულდა",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "მაესტროს" ეთერში იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებსა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო პროვოკაციას ეხებოდა. უსუფაშვილის შეფასებით, მუდამ "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებზე საუბარი არასწორია და ხელისუფლება ვალდებულია, ყველაზე უკანასკნელ კრიმინალთან ურთიერთობაშიც მართალი იყოს და კანონი არ დაარღვიოს. "ბრალეულობა უნდა ვეძებოთ ყველგან, ამ შემთხვევაში ოპონენტები- "ნაციონალური მოძრაობა" რბილად რომ ვთქვა, შემჩნეულია ძალიან ცუდ საქმეებში, მაშინ როცა ხელისუფლებაში იყო და მათ მიერ ჩადენილი უბედურებების გამოძიება ვერ დასრულდა სამწუხაროდ 2 წელიწადნახევარია და ეს კიდევ მეორე უბედურებაა, რომ ვერ დავასრულეთ ეს პროცესი და ვერ გაეცა ყველა კითხვას პასუხი, ანუ ისინი უბედურებების ჩამდენები რომ არიან, ამაზე ჩემი საუბარი არაა საჭირო და ისინი რომ არ შეცვლილან არც ამაზეა საუბარი საჭირო, მაგრამ გაუთავებლად მათ შეცდომებზე, მათი მხრიდან ჩადენილ უბედურებებზე საუბარი, ეს არის უბედურება.ხელისუფლება ვალდებულია, ყველაზე უფრო კრიმინალთან ურთიერთობაშიც კი იყოს მართალი. მას არ უნდა ჰქონდეს არაფერი დარღვეული, თუნდაც მეორე მხრიდან გიპირისპირდებოდეს ადამიანი, რომელსაც დედამიწის ზურგზე ყველაფერი აქვს დარღვეული",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)