|
2016-10-09 01:15:31, 2016 ნახვა
პოლიტიკა სამართალი
ჯიხაშკარში ორ უბანზე საარჩევნო ინვენტარი დალეწეს - ნაცემია ორი უცხოელი დამკვირვებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, #108 უბანზე ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს დახლოებით 23 საათისთვის ადგილი ჰქონდა დაუდგენელი პირების შეჭრას, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღშნინული. საიას ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ქვები ესროლეს და ჩალეწეს საარჩევნო უბნის ფანჯრები, ძალის გამოყენებით შეაღწიეს უბანზე, მიმოფანტეს საარჩევნო ბიულეტენები და საარჩევნო ინვენტარი დალეწეს. „უბანზე იმყოფებოდა 1 პოლიციელი, რომელმაც ბუნებრივია ვერ განახორციელა სათანადო რეაგირება და დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბანზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ნაცემია და ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კავშირის 2 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ აღნიშნული ინციდენტი. საფრთხე შეექმნა საიას დამკვირვებელსაც, რომელმაც ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს საარჩევნო პროცესების უსაფრთხო გარემოში წარმართვა და დამკვირვებელთა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირთა უსაფრთხოება. ამასთან, ჯიხაშკარში 79-ე უბანიც დაარბიეს, სადაც ასევე დამტვრეულია საარჩევნო ინვენტარი. ცნობისთვის, ცესკოში რამდენიმე წუთში ბრიფინგია დანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)