|
2016-10-08 21:45:22, 787 ნახვა
პოლიტიკა
არეშიძე: არ გამოვრიცხავ, მარნეულის ინციდენტი მართლაც ,,ნაციონალების,, მხრიდან ყოფილიყო ორგანიზებული
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას, მან არ გამორიცხა, რომ ინციდენტი მართლაც „ნაციონალების“ მხრიდან ყოფილიყო ორგანიზებული: „რაც შეეხება მარნეულის ინციდენს, აქ პრობლემა მხოლოდ დღეს არ წარმოქმნილა, ეს რაიონი ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული და მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. არ გამოვრიცხავ, რომ ინციდენტი მართლაც ,,ნაციონალების" მხრიდან ყოფილიყო ორგანიზებული“,-აღნიშნა მამუკა არეშიძემ. შეგახსენებთ, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრასა და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ ჩამტვრეულია სკოლის შენობის ფანჯრები, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)