2015-03-17 10:03:38, 333 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს
ხვალიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 18-19 მარტს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
თუმცა, მისივე ინფორმაციით, 20 მარტიდან ისევ წვიმაა მოსალოდნელი.
„ხვალ და ზეგ გამოიდარებს. 20 მარტიდან ისევ არამდგრადი ამინდია. ჯერჯერობით მდგრადი, სტაბილური და კარგი ამინდი არ არის მოსალოდნელი“,-აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან