|
2016-10-08 20:45:40, 981 ნახვა
პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: არ დავინახოთ, რომ ესეთი შედეგები გამოაქვეყნოს ცესკომ, გადაყვება ეს ხელისუფლება ამას
ვეუბნები ხელისუფლებას, არ დავინახოთ, რომ ესეთი შედეგები გამოაქვეყნოს ცესკომ, გადაყვება ეს ხელისუფლება ამას, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს. თარხან-მოურავი ეგზიტპოლებს სიყალბეს უწოდებს და აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ბევრად მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ვიდრე ეს პირველად შედეგებშია ასახული. „ეს არ არის პირველადი შედეგები, ეს არის ეგზიტპოლის შედეგები. 7 ათასი კაცი, ჩვენი პარტიის აქტივი, სპეციალურად იყო ინსტრუქტირებული, გვაინტერესებდა ვინმე ეგზიტოპლთან დაკავშირებით მათ რამეს თუ შეეკითხებოდათ. არც ერთს, ე.წ. ეგზიტპოლის მკვლევარებმა ერთი კითხვაც კი არ დაუსვეს. მე ვამბობ, რომ ეს ეგზიტპოლები არის სიყალბე, ამას სულ ვამბობდი. ცუდი ის კი არაა, რომ ამას „რუსთავი 2“ აკეთებეს, შეჩვეული ვართ, ხელისუფლება რომ აკეთებს, ეს არის ცუდი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გონიერება საერთოდ არ აქვს და ეხლა რაღაც ტესტია, ჩვენ რას გავაკეთებთ, შევეგუებით თუ არა. მე ვეუბნები ხელისუფლებას, ამაზე უგუნური ნაბიჯი არაფერი არ შეიძლება მოიფიქროთ. თუ გაბედავთ უბრალოდ, რომ ეს შედეგები დარჩეს, პირობას ვაძლევ, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს.ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი, მიუღებელი ტყუილი. სრულიად წარმოუდგენელია, რომ ჩვენ გვქონდეს 5%, 20%-ის მარტო ხელშეკრულებები წარმოვადგინეთ სამი დღის წინ. ეს არის აბსოლუტური სისულელე. როგორც შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ქონდეს 32%. ვეუბნები ხელისუფლებას, არ დავინახოთ, რომ ესეთი შედეგები გამოაქვეყნოს ცესკომ, გადაყვება ეს ხელისუფლება ამას“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. მისივე თქმით, თუ საბოლოო შედეგები მათთვის მიუღებელი იქნება, „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს გამართავს. „აქციებიც იქნება, საკნებიც და კიდევ ბევრი რამე. ვეუბნები ხელისუფლებას, რომ გონიერება გამოიჩინოს“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)