19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 20:08:27, 559 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ხვალ დილით საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ენმ ამ არჩევნებში პირველ ადგილზეა

ხვალ დილით საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ენმ ამ არჩევნებში პირველ ადგილზეა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წელს როდესაც ენმ-მ წააგო არჩევნები, ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 40 პროცენტი, ანუ 2012 წელს წაგებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უფრო მეტი ხმა ქართველი ხალხისგან, ვიდრე სავარაუდოდ ეგზიტპოლების პირველადი შედეგებისგან მიიღო ქართულმა ოცნებამ.

"რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვიხილეთ ეგზიტპოლის შედეგები და მინდა გამოვეხმაურო ამ შედეგებს, პირველი, რაც მინდა ვთქვა, გავლილი თვეების მანძილზე ჩვენ უმძიმესი საარჩევნო კამპანია, რომელიც ხასიათდებოდა ძალადობით აფეთქებებით, სხვადასხვა ტიპის ბრალდებებით და მოსახლეობის დაშინებით და დათრგუნვით. დღეს ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო დღე, სადაც გამოყენებულ იქნა დარღვევების მთელი სპექტრი, დაწყებული მარნეულში ძალადობით და დასრულებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ამომრჩევლების მოსყიდვით, მაგრამ მიუხედავად ყველა გამოყენებული რესურსისა, ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნების პირველადი შედეგებითაც კი, ეგზიტპოლების პირველადი შედეგებითა კი ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მანქატი, 39% ხმების რას ნიშნავს შეგახსენებთ, 2012 წელს როდესაც ენმ-მ წააგო არჩევნები, მან მიიღო ხმების 40 პროცენტი, ანუ 2012 წელს წაგებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უფრო მეტი ხმა ქართველი ხალხისგან, ვიდრე სავარაუდოდ ეგზიტპოლების პირველადი შედეგებისგან მიიღო ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ენმ-ს ყველა საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ ხმების დათვლის შედეგად, იმ 33% გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტები არიან სწორედ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები.

"33%-მა ამომრჩევლის, განაცხადა უარი პასუხისთვის, ეს არის ბუნებრივი, დაშინების და დაძაფვრის იმ გარემოებაში, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ხმების დათვლის შედეგად, იმ 33% გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტები არიან სწორედ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, და მათი ხმები ცესკოში დაითვლება. 7 პროცენტი გასნსხვავება, რომელიც აჩვენა ეგზიტპოლმა, არის აბსოლუტურად პირობითი და მე დარმწუნებული ვარ, რომ უახლოეს 4-5 საათში ეს განსხვავება რადიკალურად შეიცვლება. და სწორედ ამ ადამიანების ხმების ხარჯზე ნაციონალური მოძროაბა დაიკავებს პირველ ადგილს დაბოლოს რაც მინდა ვთქვა, ეს არის ეგზიტპოლი, გახლავთ წინასწარი შედეგი, და საბოლოოდ ყველაფეირ წყდება, უბნებზე, ოლქებში კომისიებში,  ამიტომ მე მინდა თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს, თითოეულ ჩვენს კომისიის წევრს, წარმოამდგენელს კომისიაში, ჯერი ჩვენზეა მეგობრებო, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, მე დარწმუნებული ვარ რომ ხვალ დილით საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ენმ ამ არჩევნებში პირველ ადგილზეა.

GFK კვლევა
TNS OPINION-ის კვლევა
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics