|
2016-10-08 20:22:21, 679 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ინციდენტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა, საარჩევნო პროცესზე არავითარ გავლენას არ მოახდენს
„ეს ინციდენტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არავითარ გავლენას არ მოახდენს მთლიანად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და მის შეფასებაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბოლო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, კენჭისყრის დღე მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. „დღის განმავლობაში საარჩევნო გარემო იყო მშვიდი და არ დაფიქსირებულა, რაიმე განსაკუთრებული დარღვევები. სწორედ ასე მიმდინარეობს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, სრულიად დესტრუქციული და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობრივი ქცევების მიზანია, რომ საარჩევნო პროცესი არ შეფასხდეს, როგორც მშვიდი. ყოველ ასეთ ინციდენტს მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, არის მცდელობა, რომ მსგავსი არეულობა მოხდეს სხვა უბნებზეც, თუმცა სამართალდამცველი ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. მოვუწოდებ საერთაშორისო და ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ იმ უბნებზე სადაც ასეთი ტიპის ინციდენტები დაფიქსირდა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ და დაესწრონ ამ უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების პროცედურებს. აქვე მოვუწოდებთ, ჩვენ მხარდამჭერებს, ნუ შეეცდებიან რაიმე ფიზიკურ კონტაქტში შევიდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებთან“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)