2016-10-08 19:52:44, 933 ნახვა
პოლიტიკა
GFK-ს კვლევის თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 39.9% აიღო, ენმ-მ 32.74%
GFK-ის ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.
კერძოდ, GFK-ს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 39.9%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 32.74%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 5.78%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4.21%; „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ - 3.25%. "თავისუფალი დემოკრატები" - 3.21%; "დემოკრატიული მოძრაობა 2.81%; სხვა პარტიები - 8.12%
ცნობისთვის, GFK-მ კვლევები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან