|
2016-10-08 19:33:09, 742 ნახვა
პოლიტიკა
მელია: მოვუწოდებ კომისიის ოპოზიციურად განწყობილ ყველა წევრს, დაიცვან ხმები
საარჩევნო უბნების დახურვამდე სულ რაღაც 40 წუთი დარჩა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი 40 წუთი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ , პარტიის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ მიუცია ხმა, მოვუწოდებ გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ეს აგონიაში მყოფი ხელისუფლება, ჩვენ, საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილთან ერთად 40 წუთში დავამარცხოთ“ -განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მილიარდელ ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს. „მას შემდეგ რაც ხმების დათვლის ეტაპი დაიწყება, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული. ეს არჩევნები მილიარდელ ივანიშვლის წაგებული აქვს, ამიტომაც მოვუწოდებ კომისიის ოპოზიციურად განწყობილ ყველა წევრს, რომ დაიცვან ხმები. დღევანდელი შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავალი ათი წლის ბედს განსაზღვრავს“ - განაცხადა მელიამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)