|
2016-10-08 19:19:21, 693 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის
“ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევა აღკვეთილი და გამოძიებული იქნება“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა კახი კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესი მშვიდ და სტაბილურ გარემოშიმიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, სადაც ადგილი გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა. „აღსანიშნავია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე უცხოეთში გახსნილ 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე. დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. არჩევნების მაღალი, დემოკრატიული სტანდარტების პირობებში ჩატარება არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, მშვიდ ვითარებაში დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს”, - განაცხადა კალაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)