2016-10-08 16:59:51, 498 ნახვა
საზოგადოება
ცესკო ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვადასხვა უბანზე ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემს განუცხადა:
„საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხს აგებს იმ გარემოებებზე, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული კენჭისყრის პროცესთან და საარჩევნო უბანთან. რაც შეხება კარუსელთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ, ხოლო ამომრჩევლებისთვის გარკვეული მომსახურების შეთავაზება მათი გადაყვანის მიზნით, ესაა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის პრეროგატივა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან