2016-10-08 12:23:34, 725 ნახვა
პოლიტიკა რეგიონი
ბათუმის #1 უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს
ბათუმის #1 უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს.ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, იგი უბანზე მყოფი ყველა დამკვირვებლის განცხადებით, საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდა.
„ამავე მიზეზით, საარჩევნო უბნიდან „თავისუფალი თანასწორობის ინსტიტუტის“ დამკვირვებელიც გააძევეს. #1 საარჩევნო უბანზე, ასევე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ და დასძინა, რომ ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან