10:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 17:37:34, 805 ნახვა

რეგიონი
"აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში აჭარაში ახალი საწარმო იწყებს ფუნქციონირებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად შპს ,,ნოვას" ადლიის ფილიალში ,,აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში ახალი საწარმო დაათვალიერეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმო წყლის ავზებისა და სახურავი მასალების წარმოებას ახორციელებს, რასაც მალე პლასტმასის ნაკეთობების და 30-მდე სხვა პროდუქციის წარმოება დაემატება.

საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს „ნოვას" ტექნიკურმა დირექტორმა რამაზ ირემაძემ გააცნო.

სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ,,ნოვა" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობს. ინვესტორი მიღებული 1,200 000 აშშ დოლარი დაფინანსებით უკვე არსებულ საწარმოს აფართოვებს. პროგრამით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიხედვით პირველ ეტაპზე კომპანიამ უკვე განახორციელა 3600 კვ.მეტრზე საწარმოს მშენებლობა და ამ დროისთვის 8000 კვ.მეტრზე ახალი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში წლის ბოლოსთვის შევა. ორივე საწარმოს ინვესტიციის საერთო მოცულობა 2 მლნ აშშ დოლარია. საწარმოებში ჯამში 50 მოქალაქე დასაქმდება. ორივე საწარმოს ინვესტიციის საერთო მოცულობა 2 მლნ აშშ დოლარია.

„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში აჭარაში დაახლოებით 14 საწარმო ფუნქციონირებს.

2017 წლის თებრვლისთვის იგეგმება დამატებით 7 ახალი საწარმოს ხაზის გახსნა ადლიის ტერიტორიაზე. ორი წლის განმავლბაში შეიქმნება 10-15 მუდმივი სამუშაო ადგილი და არაპირდაპირი წესით დასაქმდება 25-30 ადამიანი.

 

(NS)

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics