|
2016-10-07 16:18:25, 685 ნახვა
რეგიონი
აჭარა სოფლად ტურიზმის ფესტივალ „განდაგანა“ -ს უმასპიძლებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით 29 ოქტომბერს ბათუმში სოფლად ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული შემოდგომა და სოფელი თავისი ტრადიციებით, რაც სტუმრებს საშუალება მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება სტუმრებისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა ევროპის მოედანზე აღმოაჩინონ აჭარული სოფლის ხიბლი, მათთვის უცნობი თუ ნაცნობი მდიდარი აჭარული სამზარეულო, ტრადიციები და ფოლკლორი. სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები. ფესტივალზე ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით თუ რისი ნახვა შეუძლიათ მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები. ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)