14:01 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 12:54:13, 1030 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
„დევნილებს, რომლებმაც ამხანაგობები შექმნეს, საერთო სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით,  დევნილებს, რომლებმაც  ამხანაგობები შექმნეს,  საერთო სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადაეცემათ:

„დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენს მიერ გამოტანილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დევნილებისათვის. თქვენ იცით, რომ აქტიურად მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი, დევნილებს გადაეცემათ მათ სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში, თუმცა რჩებოდა ერთი პრობლემა, რომ საერთო სარგებლობის ფართები, როგორიც არის დერეფანი, სხვენი, სარდაფი და ასე შემდეგ, ეს კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში იყო,შესაბამისად დევნილები ვერ სარგებლობდნენ ყველა იმ ბენეფიტით, რაც შეიძლება ყოფილიყო მუნიციპალური პროგრამებით, თანადაფინანსებების კუთხით, ამხანაგობების კუთხით და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს იყო პირველი პრეცენდენტული საკითხი, როდესაც დევნილებს, რომლებმაც შექმნეს ამხანაგობები, გადაეცემათ საერთო სარგებლობაში არსებული ფართები საკუთრებაში და ისინი ლოგიკურად დაკმაყოფილდებიან იმ მოთხოვნით, რაც ჰქონდათ მთავრობის წინაშე და ისარგებლებენ ყველა იმ პროგრამით, რაც უკვე ამხანაგობებისთვის აქვთ მუნიციპალიტეტებს. ეს ეხება ყველას. აქამდე რაც შეიქმნა დევნილების მხრიდან ამხანაგობები, ყველას გადაეცემა და მომავალშიც მათ ავტომატურად გადაეცემა საერთო მოხმარების ფართები”,-განაცხადა გიორგაძემ.

 მისივე ინფორმაციით, 12 ათასზე მეტ ოჯახს მათ მიერ მართლზომიერ საკუთრებაში არსებული ფართები უკვე დაუკანონდათ და ყველას, სადაც  ამხანაგობები შეიქმნა,  საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში გადაეცემა:

„ეს იყო ლოგიკური, სამართლიანი მოთხოვნა და მათ სასარგებლოდ გადაწყდა”,-აღნიშნა გიორგაძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ამ საკითხის გადაწყვეტა არჩევნებს, გიორგაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა  უკვე რამდენიმე თვეა მიდის, როგორც დევნილებთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და რეესტრთან ერთად:

„ეს საკითხი იდგა დღის წესრიგში, იყო გარკვეული იურიდიული საკითხები. აქვე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო სახელმწიფო საკუთრება და საკმაოდ დიდ ფართზეა საუბარი, მე ამ საკითხს ნამდვილად ვერ დავუკავშირებდი არჩევნებს. პირადად ვიყავი ჩართული და როგორც გითხარით ამაზე მუშაობა რამდენიმე თვეა. საუბარია აბსოლუტურად ყველგან, სადაც დევნილებს გადაეცემათ საკუთრებაში საცხოვრებლები”,-განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ და დასძინა, რომ  დღეს 336 ოჯახს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის დევნილთა დასახლებებში არსებული კოტეჯები საკუთრებაში გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics