2016-10-06 23:03:33, 647 ნახვა
სპეციალური ანონსი
7 ოქტომბრის სპეციალური ანონსი
7 ოქტომბერს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
7 ოქტომბერი,11:30 საათზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში
რომან გოცირიძის ბრიფინგი გაიმართება.
7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.
7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველობა“ წინასაარჩევნო გარემოს საბოლოოდ შეაფასებენ და განცხადებას გაავრცელებენ.
მის: შალვა დადიანის ქ. #2/1
ტელ: 514 00 84 48
7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიფინგს გამართავს და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.
7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, თინა ხიდაშელი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საარჩევნო კამპანია, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული საკონტაქტო პირი ეკა - 595 01 82 49
7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.
მის:. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ; ცენტრალური საარჩევნო კომისია
7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ქვეყანაში ჩამოსული საზღვარგარეთის საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
მის:. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ; ცენტრალური საარჩევნო კომისია.
7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ლალი ზამბახიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება და მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
7 ოქტომბერს, 22:00 საათზე, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და ორგანიზაცია MitOst-ის ორგანიზებით, „ფაბრიკაში“ გერმანული ახალგაზრდული ბენდის "Die Höchste Eisenbahn" კონცერტი გაიმართება.
მის.: ნინოშვილის ქ. #8
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან