13:32 - 23 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 16:35:09, 1393 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო  მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საბჭოების წევრ სახელმწიფოდ აირჩიეს

საქართველო  გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციის - მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) საბჭოების წევრ სახელმწიფოდ აირჩიეს, რაც ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ფოსტის სფეროში გატარებული ფართომასშტაბიანი ინოვაციური რეფორმების საერთაშორისო აღიარების დადასტურებას წარმოადგენს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  ეს გადაწყვეტილება სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო საფოსტო კავშირის 26-ე  კონგრესზე გახდა ცნობილი, სადაც ამ ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოების: ადმინისტრაციული საბჭოს (CA) ორმოცი და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) ორმოცი წევრი სახელმწიფოს არჩევნები გაიმართა, რომლებშიც საქართველომ პირველად  წარადგინა თავისი კანდიდატურა. 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიო საფოსტო კავშირის 26-ე კონგრესი 7 ოქტომბერს დასრულდება.

 მის მუშაობაში  ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობს.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
დრონებმა ორენბურგში რუსეთის უდიდეს ოზონის საწყობს შეუტიეს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
სლოვენიის პრეზიდენტს რუსეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics