12:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:57:31, 1648 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დავით სერგეენკო: ანაკლიის პორტის პროექტი კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ბრწყინვალე მოდელი იქნება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

დავით სერგეენკომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის დაწყება მიულოცა, სატრანზიტო-ეკონომიკური ფუნქციის როლი გამოჰყო, ყურადღება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა და ვარაუდი გამოთქვა, რომ  პროექტი, კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის საუკეთესო მოდელი იქნება.

„ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის მიმართება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. სამუშაო ადგილები ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველი პრიორიტეტია. ეს არის საკითხი, რომელიც ყველაზე მაღლა დგას ნებისმიერ გამოკითხვაში. სახელმწიფოს ფუნქცია, ამ შემთხვევაში, არის ისეთი აქტიური დასაქმების პოლიტიკის შექმნა, რომელიც მაქსიმალურ შესაძლებლობას მისცემს სამუშაოს მაძიებელს მოიპოვოს სამსახური. ეს პროექტი, ვფიქრობ, იქნება ბრწყინვალე მოდელი კერძო-სახელწმიფო პარტნიორობის, გამომდინარე იქიდან, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პროექტის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სახელმწიფოსთან“, - აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პორტის მშენებლობის პერიოდში 3.000-მდე, მშენებლობის შემდეგ კი - 6.000-მდე პირი დასაქმდება. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ეტაპზე ადგილობრივები ძირითადად სამშენებლო სექტორში, სამომავლოდ კი, სხვადასხვა სფეროში დასაქმდებიან.  მთლიანობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობისა და განვითარების 9 ფაზის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქე იქნება. რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული პროექტის საწყის - სამშენებლო სამუშაოების  ეტაპზე, რომელთა დაწყება 2017 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

პროექტში დასაქმების მსურველთა მონაცემების შეგროვებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. ადამიანური რესურსის მონაცემთა ბაზას ის შემდგომში  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ და მის კონტრაქტორ კომპანიებს გადასცემს. დასაქმების მსურველებს საშუალება ექნებათ სამინისტროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირებულ ვებ-პორტალზე - www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირდნენ, ან მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი  ანაკლიაში გადასამზადებელი-სასწავლო ცენტრის შექმნასაც გეგმავს, სადაც პორტის მშენებლობისა და განვითარების ეტაპებზე დასაქმების მსურველი ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას უსასყიდლოდ შეძლებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინასამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმება, ნავსადგური კი 2020 წელს  გაიხსნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics