08:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:27:32, 581 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელიას ,,რესპუბლიკური პარტიის“ მარტვილის რეგიონალური ორგანიზაციის 60-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა

 „ქართული ოცნების“  მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ დანელიას  „რესპუბლიკური პარტიის“ მარტვილის რეგიონალური ორგანიზაციის 60-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

,,გააზრებული გვაქვს რა რეგიონში არსებული წინასაარჩევნო პოლიტიკური  ვითარება და ვითვალიწინებთ მიმდინარე პროცესებს, რესპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, დავდგეთ ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე მაღლა და მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელშიც ვხედავთ ჩვენი რეგიონის განვითარების ერთადერთ გზას.  მარტვილის რაიონული ორგანიზაციის სრული შემადგენლობით, 60 წევრით ჩვენ ვუერთდებით ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ კურსს და ნდობას ვუცხადებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს  მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას. ჩვენს რიგებშია  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,რესპუბლიკელების“ ყველა  წევრი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას,რომ გააკეთონ სწორი არჩევანი!“-ამის შესახებ  მარტვილის შტაბში რესპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა ბაღიშვილმა ჰანაცხადა.

მოქალაქეთა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  მარტვილის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ხუნწელიამ  მადლობა გადაუხადა რესპუბლიკური პარტიის წევრებს.

  ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ ქვეყნის განვითარების სამსახურში, მხარი დავუჭიროთ პარტია ,,ქართული ოცნება დამოკრატიულ საქართველოს“  და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას“,-განაცხადა ხუნწელიამ. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics