|
2016-10-05 14:38:26, 1161 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმს ხელი მოეწერა მთავრობის კანცელარიაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მოაწერეს. უწყების ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები შედგებოდა 3 რაუნდისაგან და დასრულდა 7 თვეში. ხელმოწერის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა განაცხადა, რომ „დღევანდელი დღე ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს და მოასწავებს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ადის. „ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ. მაშ შემდეგ, რაც 24 წლის წინ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენი ურთიერთპატივისცემა, თანასწორი დამოკიდებულება და ურთიერთნდობა დღითი დღე ღრმავდება, საქმიანი ურთიერთობები კი სულ უფრო გრანდიოზულ სახეს იღებს“- განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა. „ორივე მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური სამუშაოს შედეგად, ჩვენ შევძელით და უმოკლეს დროში, 7 თვეში, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩინეთის მხარეს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გამოჩენილი კონსტრუქციულობისათვის, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა დღევანდელი შედეგი. ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო ჩინური მხარის მიმართ მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)