13:29 - 23 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 14:22:37, 1353 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩინური მხარის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

სოფლუს მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქ. ვუსუს მუნიციპალურ სახალხო მმართველობაში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე, რომლის მიზანიც, ვუსუს რეგიონში, საქართველოს გამოცდილების გაზიარებით, მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ჯიშების ინტროდუქცია, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობების გაღმავებაა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. ვუსუს მერმა, დალალებევ კენჟახანმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა  სინძიანის პროვინციის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზები, ღვინისა და ლუდის საწარმოები, მევენახეობის და ხეხილოვანი კულტურების ნარგაობები დაათვალიერეს; შეხვედრები გაიართა თაფლის წარმოებისა და კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა ქ. ურუმჩიში მე-5 საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი დაათვალიერეს.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოში ჩინეთის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
დრონებმა ორენბურგში რუსეთის უდიდეს ოზონის საწყობს შეუტიეს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
სლოვენიის პრეზიდენტს რუსეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics