2016-10-05 09:01:22, 1445 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3341 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3341 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3277 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო დღეს, 2.6063 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6159 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან