10:43 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 17:01:43, 706 ნახვა

რეგიონი
კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში, შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა

საზოგადოებრივ ცენტრებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრები გრძელდება.

კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერით, 28-29 სექტემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა.

ორდღიან შეხვედრას: შშმ პირები, კორბოულის გამგეობის წარმომადგენლები, სპეცმასწავლებლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს წევრები დაესწრნენ.

სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და მათთვის მეტად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. უკვე რამდენიმე თვეა სმენადაქვეითებულ და სმენის არ მქონე პირებს აქვთ საშუალება სახლიდან გაუსვლელად 31 სახის სახელმწიფო სერვისი მიიღონ, ამ შემთხვევაში მსურველები კონსულტაციის მისაღებად სკაიპის მეშვეობით: sda.gov.ge უკავშირდებიან დისტანციური

სერვისების სამსახურს და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ.

სააგენტოს პრიორიტეტია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას. სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

მოქალაქეების საჭიროების იდენტიფიცირებაზე და უკვე დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულებისათვის. გარდა ამისა, მიდის მუშაობა იმ საკითხზე, რომ საზოგადოებრივი ცენტრების შენობები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ანალოგიური ტიპის შეხვედრები მეჯვრისხევის, საზოგადოებრივ ცენტრებში 12–13 ოქტომბერს მოეწყობა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics