12:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 12:03:20, 305 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: საქართველოში ასეთი ინციდენტების დრო უნდა დამთავრდეს

„სამწუხაროა დასისხლიანებული, თავგატეხილი ადამიანების ხილვა. პოლიტიკურ ნიადაგზე ასეთი ტიპის დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე  ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტს.
კობახიძის შეფასებით, ადამიანმა პროტესტი მშვიდობიანად უნდა გამოხატოს.
ვიცე–სპიკერი  ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ ინციდენტი სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ.
„ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია.  ძალადობა, ცემა, ხულიგნობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ვინც არ უნდა ჩადიოდეს მას, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ,  აღნიშნული ინციდენტი გამოიკვლიონ.  საქართველოში ასეთი ინციდენტების დრო უნდა დამთავრდეს. ძალიან სამწუხაროა დასისხლიანებული, თავგატეხილი ადამიანების ხილვა პოლიტიკურ ნიადაგზე, ასეთი ტიპის და არც ერთი ტიპის დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს. თუ ვინმეს პროტესტი აქვს,  მშვიდობიანად უნდა გამოხატოს და ხელისუფლება მსგავს ძალადობას გმობს“,  – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ანი ნადარეიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, თანახმადაც ზუგდიდში  მის ოფისში ზუგდიდის  საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები შეიჭრნენ. ნადარეიშვილის თქმით, დამსხვრეულია შუშები და ნაცემი არიან  თანამშრომლები.  ნადარეიშვილმა ზუგდიდის საკრებულოს  ერთ-ერთ წევრსა და მას შორის გამართული დიალოგის შინაარსიც გაახმაურა: "ბოლო გაფართხალება სკამების გადასარჩენად! როგორც კი მოვარდნენ ჩავედი მათთან, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები იყვნენ, როგორც ჩავედი ერთ-ერათი ყველაზე აგრესიული საკრებულოს წევრი გოგა ღადუა მომვარდა და ვკითხე ჩემს ოფისში რა გინდათ, აგერ ვარ და გისმენთთქო, ბოლო ხმაზე მიყვიროდა - 21 მარტს რატომ მიგყავთ ხალხი თბილისშიო. პ.ს. ძალიან შეშინებულები არიან, ძალიააააან! 21 მარტს მთელი საქართველო გამოვა, ბოლო დღეებს ითვლიან!",-წერს ანი ნადარეიშვილი. მანამდე კი, ნადარეიშვილი წერდა, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ. "ამ წუთებში ზუგდიდში ისევ და ისევ საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ ოფისი ცარიელია, კვირაა და იციან, რომ დღეს შტაბი დაკეტილია. და რაც ყველაზე მთავარია ისევ სკოლის მოსწავლეები მიიყვანეს აქაც. აღარავინ არ ყავს ქართულ ოცნებას სამეგრელოში",-დაწერა  ანი ნადარეიშვილმა "ფაისბუქის" საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics