04:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 12:48:59, 627 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მოსახლეობა საკუთარ თავს სჯის

მე არ მოგიწოდებთ, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ან პარტიას მისცეთ ხმა, ამ პროცესში ყველაზე უმთავრესი, თქვენი მონაწილეობაა, რომელიც ჩვენს სამშობლოს მიზნისკენ სწრაფვის შესაძლებლობას მისცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და რექტორთან შეხვედრისას განაცხადა. 

გიორგი მარგველაშვილმა ახლციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნების მნიშვნელობის, ამომრჩეველთა აქტივობისა და სამოქალაქო ვალდებულებების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

პრეზიდენტს უნივერსიტეტში სასწავლებლის რექტორმა მერაბ ბერიძემ უმასპინძლა და ის პროექტები მიმოიხილა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. 2014 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან „ურთიერთთანამშრომლობის შესახებ’’ მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა უნივერსიტეტის ახალქალაქის აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსების ინტერნეტიზაცია, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და დაწესდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდია, მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობის პროექტი.

ჯამში უნივერსიტეტმა 95 000 ლარის დაფინანსება მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას, წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტის აქტიურობას და მისი ინიციატივით დაგეგმილ და პროექტებს შეეხო. გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს არჩევნებზე მისვლისკენ და მათი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნები ქვეყნის განვითარების შესაძლებლობის მიმცემი პროცესია, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მოქალაქეების პირდაპირი ვალდებულებაა.

"მე არ მოგიწოდებთ, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ან პარტიას მისცეთ ხმა, ამ პროცესში ყველაზე უმთავრესი, თქვენი მონაწილეობაა, რომელიც ჩვენს სამშობლოს მიზნისკენ სწრაფვის შესაძლებლობას მისცემს. თქვენი არჩევანი დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა კი ჩვენი წინა თაობების მონაპოვარია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს უფლება. არჩევნებში მონაწილეობის პროცესში ხორციელდება დემოკრატია და იწყებს მუშაობას დემოკრატიული სახელმწიფო",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მოსახლეობა სჯის საკუთარ თავს და საკუთარ სამშობლოს, საკუთარ თავს ართმევს დემოკრატიული, პოლიტიკური პროცესების მართვის უფლებას. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიხედვით ჩამოაყალიბონ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი და არჩევნებზე გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღონ.

"მე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად გავითვალისწინებ პარტიის საგარეო კურსს, მის ეკონომიკურ პროგრამას და სასამართლო რეფორმისადმი მის დამოკიდებულებას. ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში გადასახლდნენ რეგიონებში, იცხოვრონ სოფლებში, გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს და გაითვალისწინონ საზოგადოების დაკვეთა. უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კონკურსის "შენი ხმა - ჩვენი მომავალი" გამარჯვებული სამცხე-ჯავახეთის გუნდი, ახალციხის მე-6 საჯარო სკოლიდან, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics