|
2016-10-04 12:29:48, 629 ნახვა
საზოგადოება
700 დევნილი ოჯახი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტს მიიღებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრომ 810 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განცხადება გააკეთა. მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების შემოსავლის ზრდას, სასოფლო-სამურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. გრანტის ფარგლებში, სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ერთობლივად განახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“. პროექტის სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებიან: მარტოხელა მშობლის ოჯახი მცირეწლოვანი შვილებით; ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით; 25 წლამდე ახალგაზრდის მიერ მართული ოჯახი; ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახი. პროექტის ფარგლებში, დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათ შორის, მებოსტნეობაში, მეხილეობაში, მებოცვრეობაში, მესაქონლეობაში, მეფუტკრეობაში, შეიძინონ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაციის საშუალებები და ა. შ. პროექტის ფარგლებში მინიმუმ 700 ბენეფიციარი დაფინანსდება, ხოლო თითოეული გრანტის მოცულობა, 2 500 ლარს შეადგენს. ასევე, შესაძლებელია ჯგუფური განაცხადის დაფინანსება, ერთ ჯგუფზე 5 000 ლარის ოდენობით. ჯგუფური განაცხადის გაკეთება შეუძლია მინიმუმ სამ დევნილს, რომელთაგან ორი მაინც ერთიანდება პროექტის სამიზნე ჯგუფში. პროექტით დაინტერესებულ დევნილებს განაცხადების გაკეთება შეუძლიათ 4 ოქტომბრიდან სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის 15ა ). ასევე დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ ოფისებში (აჭარისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო - ზუგდიდი, ხუბულავას N6, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო - ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო - გორი, შმაგის ქ. N1) პროექტი 2017 წლის მაისის ჩათვლით გრძელდება. (NS)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)