|
2016-10-03 17:24:22, 1029 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსი“ პერმანენტულ აქციებს გამართავს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. როგორც დავით თარხან მოურავმა აღნიშნა, ბოლო დროინდელეი კვლევების შედეგი, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ დაბალი მაჩვენებელი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებას აპირებს. „ბოლო პერიოდში მუდმივი საუბარია იმაზე, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ არ აქვს რეიტინგი და მისი რეიტინგი 2%. მინდა, რომ ნათლად იყოს გასაგები, ბათუმის ისტორიაში არჩევნებზე არასოდეს არ მისულა 50 ათასზე მეტი ადამიანი. პირველ ოქტომბერს 28 ათასზე მეტი ადამიანი იყო ბათუმში მისული „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე. არასოდეს არცერთ პარტიას ამდენი ხალხის მობილიზება არ მოუხდენია. ამით აღვნიშნავ, იმას, რომ შეუძლებელია პარტიას, რომელსაც აქვს 2% მოახდინოს ამდენი ხალხის მობილიზება. „ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ამბობს, რომ მაღალი რეიტინგი აქვს, ბათუმში წინასაარჩევნო აქციაზე 500 კაცი ძლივს შეკრიბეს. ის, რომ „იმედი“ და სხვა წყაროები, იგივე პროცენტს აქვეყნებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას. ხელისუფლება სხვადასხვა წყაროებით და ტელევიზიებით აქვეყნებს მონაცემებს, სადაც მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ გახლავთ და „პატრიოტთა ალიანსს“ მხოლოდ ბარიერი აქვს გადალახული. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მომზადებულია არჩევნების გასაყალბებლად „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. დღეს ჩვენ პირველი ძალა ვართ აჭარაში, კახეთში და მეორე ძალა ვართ საქართველოს მასშტაბით. ვეუბნები ხელისუფლებას, რომ ეს არის ძალიან უგუნური ნაბიჯი. ამ ნაბიჯს მოჰყვება ძალიან დიდი დაპირისპირება საზოგადოებაში. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ასეთ უგუნურებას ნუ ჩაიდენს. 8 ოქტომბერს, საღამოს 8 საათიდან ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო აქციებს რუსთაველზე. ყველამ გაიგოს რა ძალა ვართ ჩვენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არანაირი ადგილი არ ჰქონდეს გაყალბებას. ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ დაპირისპირებას საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მეორე ძალა ვართ ჩვენ, არავითარ ძალას არ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობას“,-განაცხადა თარხან-მოურავმა. ამასთან, პარტიის გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას და მეორე ადგილზე მის წამოწევას ცდილობს. მანვე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია კვლავ იმყოფება სააკაშვილის ლობისტების შანტაჟის ქვეშ. „ქართული ოცნება“ დღეს კვლავ იმყოფება სააკაშვილის ლობისტების შანტაჟის ქვეშ. „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება აქტიურად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას და ორ პოლუსიანი, პოლიტიკური სივრცის დამკვიდრებას ამ ქვეყანში. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ სახელწმიფოში არის ბევრი პარტია და სახელმწიფოში ამ პარტიებს შორის არის კონკურენცია. „ნაციონალური მოძრაობოს“ ხელოვნურად გაცოცხლება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, ამ ეს არის ქართველი ხალხის ღალატი, ეს არის „ქართული ოცნების“ იდეალების და იდეების ღალატი და ამ ღალატს არავის არ აპატიებს ქართველი ხალხი. რატომ ვიკრიბებით 8 ოქტომბერს? საღამოს 8 საათიდან, ჩვენ ვიკრიბებით იმიტომ რომ დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი და ქართული დემოკრატია და სწორედ, ამ თემაზე ვისაუბრებ მე ევროკავშირის ელჩთან, რომელთანაც მაქვს შეხვედრა. ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ ეს იქნება შიმშილობა. მე ახლა მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერს, კალაძესაც, რომელსაც უშუალოდ ევალება საარჩევნო პროცესის მართვა „ქართული ოცნების“ მხრიდან. გეუბნებით ჩვენი გუნდის სახელით ეს აღარ იქნება შიმშილობა, თუ გამოვალთ გამოვალთ ბოლომდე. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ მთელი ეს ჩვენი ბრძოლა აჩუქოთ თქვენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ვაცხადებთ ჩვენი მხარდამჭერების სრულ მობილიზაციას საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)