15:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 11:40:27, 531 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: „თავისუფალი საქართველოს“ წევრის სექსისტური განცხადებით შეშფოთებული ვარ

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ სექსისტურ გამონათქვამებთან დაკავშირებით შეშფოტებას გამოთქვამს.

როგორც ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას  სექსისტური ხასიათის განცხადება, შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის.

“შეშფოთებას გამოვთქვამ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას მიერ მედიასაშუალებებისადმი მიცემული ინტერვიუს დროს ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი და სექსისტური გამონათქვამების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 14 მარტს, რეგიონული საინფორმაციო სააგენტოს Topnews.com.ge მეშვეობით გავრცელდა.
დღეს, როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური შეხედულებების მსხვერპლნი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამკვიდრებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია თითოეული ჩვენგანის როლი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ამ საკითხის გადაწყვეტაში ეკუთვნით  პოლიტიკური აქტივობის განმახორციელებელ პირებს, რომელთაც ხელი მიუწვდებათ მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებებთან.
პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის კომენტარი, რომლის ციტირებაც კი დაუშვებლად მიმაჩნია მისი ესოდენ სექსისტური ხასიათის გამო, შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის.

მოვუწოდებ პარტიის ხელმძღვანელს ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში განხილულ იქნას იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი მის მიერ მედიასაშუალებებთან გაჟღერებული არაეთიკური, შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამის გამო. ასევე, მოვუწოდებ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები პოლიტიკური პარტიის ყველა წარმომადგენლის ინფორმირებისათვის ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით”, - ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.

“ექსპრესნიუსი” გოგი წულაიას განცხადებას, რომელიც რეგიონალურ მედიაში გავრცელდა უცვლელად გთავაზობთ:
"ვინც შევიდა ახალი თანამდებობის პირი და დახვდა, თუნდაც 6 თვის ნაყიდი კომპიუტერი, ადგა და გამოცვალა. არ შეიძლება ნახმარიო და ახალი კომპიუტერები იყიდეს. ჩვენდა საუბედუროდ, ამ ქვეყანაში, ნახმარი ქალების მოყვანა აღარაა სირცხვილი და ნახმარი კომპიუტერი რა გაუხდათ, ნამდვილად არ ვიცი. კეთილი ინებონ და კომპიუტერი თუ მუშაობს, დაანებე 21-ე საუკუნის ბოლო გამოშვებას თავი და იხმარე ის, რაც არის”, - ამბობს წულაია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics