|
2016-10-03 16:37:15, 716 ნახვა
პოლიტიკა
შედარებით პატარა პარტიებიდან, ექსპერტები პარლამენტში შესვლას „პატრიოტთა ალიანსს“ უწინასწარმეტყველებენ
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 22-29 სექტემბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. მათი ინფორმაციით, სულ საქართველოს საარჩევნო და პარტიულ სფეროებზე მომუშავე 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოიკითხა. შედარებით პატარა პარტიებიდან, ექსპერტები პარლამენტში შესვლას „პატრიოტთა ალიანსს“ უწინასწარმეტყველებენ. ექსპერტთა მოსაზრებების ჯამური ანალიზი ალიანსს ხმათა 3-10 პროცენტს აკუთვნებს. შებამისად, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში მოხვედრის მთავარი კანდიდატია. „გამოკითხვის მიხედვით პარლამენტში შესვლის შანსს ინარჩუნებს ასევე პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი – სახელმწიფო ხალხისათვის, რომელსაც ექსპერტებმა საშუალოდ ხმათა 6-12 პროცენტი უწინასწარმეტყველეს. თუმცა, აღსანიშნავია რომ გამოკითხვა 22-29 სექტემბერს ჩატარდა, ანუ სანამ ბლოკს ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი გამოეყოფოდა. ასევე აღნიშვნის ღირსია რომ გირჩის გამოყოფამდე პარტია ასევე დატოვეს პაატა ბურჭულაძის ყოფილმა თანამებრძოლებმა და ახალგაზრდული ფრთის ნაწილმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს ბურჭულაძის ბლოკზე აღნიშნული მოვლენები, თუმცა ყოფილი პარტნიორების გადინება სავარაუდოდ ბლოკის რეიტინგზე დადებითად არ აისახება. გირჩის გასვლით, ბლოკი სავარაუდოდ დაკარგავს თვით გირჩისა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მომხრეების ხმებს. მეორეს მხრივ, მოსალოდნელი არ არის რომ გირჩის გასვლის შედეგად ბლოკმა დამატებითი ხმები შეიძინოს, ვინაიდან გირჩის გასვლის მიუხედავად, საარჩევნო ბლოკში კვლავ რჩება გიორგი ვაშაძის ახალი საქართველო, რაც ნაციონალურ მოძრაობაზე განაწყენებული ამომრჩევლის ხმების მოზიდვას თავისთავად გამორიცხავს. ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის პოპულარობის სავარაუდო კლება შესაძლოა დაეხმაროს სხვა პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაში. თავისუფალი დემოკრატებს კვლევის მონაწილე ექსპერტები არჩევნებში ხმების 4-9 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ. ამ მონაცემების მიხედვით, მათი შესვლა პარლამენტში გარანტირებული არ არის. გამოკითხული ექსპერტები კიდევ უფრო პესიმისტურ პროგნოზს აკეთებენ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით. მათი აზრით ყოფილი მმართველი პარტია არჩევნებში მხოლოდ ორიდან შვიდ პროცენტამდე ხმებს მიიღებს. დაახლოებით მსგავსი სურათი იკვეთება ნინო ბურჯანაძისდემოკრატიულ მოძრაობასთან მიმართებაშიც. ექსპერტთა აზრით ბურჯანაძის პარტია ხმათა მხოლოდ 2-6 პროცენტს მიიღებს. გამოკითხულთა აზრის თანახმად, საარჩევნო ბარიერს დიდი ვარაუდით ვერ გადალახავს ასევე ლეიბორისტული პარტია. ექსპერტები შალვა ნათელაშვილის პარტიას ხმების 1-5 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ. ამრიგად, ქართულ პოლიტიკურ სივცეში არსებული პარტიების ნაწილს პარლამენტში მოსახვედრად სრული ძალისხმევის მობილიზება მოუწევთ. თუმცა, თუ ბურჭულაძის ბლოკზე განაწყენებული ელექტორატის ხმები მათზე გადანაწილდება, ეს მათ პარლამენტში შესვლის შანსს დიდად გაზრდის“,-ნათქვამია GIP-ას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ზემოთ მოყვანილი მონაცემები წარმოადგენს გამოკითხვის გაანალიზებულ და შესაბამისი მეთოდოლოგიით გაფილტრულ და დაჯამებულ შედეგებს, ამასთან, კვლევის შედეგები არ მოიცავს ზუსტ რიცხვებს, არამედ წარმოდგენილია ე.წ. „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახით, რაც მოიცავს შედეგების შესაძლო ცდომილებას არჩევნების რეალურ შედეგებთან მიმართებაში. „ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები ეხება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ რაოდენობას და არ მოიცავს მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ბედი“,-განმარტავენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში. ზემოთ მოყვანილი მონაცემები წარმოადგენს გამოკითხვის გაანალიზებულ და შესაბამისი მეთოდოლოგიით გაფილტრულ და დაჯამებულ შედეგებს, ამასთან, კვლევის შედეგები არ მოიცავს ზუსტ რიცხვებს, არამედ წარმოდგენილია ე.წ. „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახით, რაც მოიცავს შედეგების შესაძლო ცდომილებას არჩევნების რეალურ შედეგებთან მიმართებაში. „ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები ეხება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ რაოდენობას და არ მოიცავს მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ბედი“,-განმარტავენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)