23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 15:41:14, 604 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ინფორმაციით, სექტემბერში საქართველოში 631 302 ვიზიტი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბრის თვე 631 302 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 11 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, შსს-ს ცნობით, ქვეყანაში უკვე 4 879 031 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 2 156 731 განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19,5% ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის სექტემბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 304 814 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,2%); ბ) ტრანზიტი - 148 718 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,5%, მატება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,8%); გ) სხვა - 177 770 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%).

„2016 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+4,2%), აზერბაიჯანიდან (+7,6%), თურქეთიდან (-21,5%), რუსეთიდან (+31,3%), უკრაინიდან (+28,1%) და ირანიდან (+571,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 9%, 9% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (34%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (29%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (56%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 15%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა“, - ნათქვამია შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics