|
2016-10-03 13:21:26, 590 ნახვა
საზოგადოება
GDI-ის ანგარიშის „მედიის „თავისუფლების“ 4 წელი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ანგარიშის „მედიის „თავისუფლების“ 4 წელი საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მოიცავს 2012-2016 წლებში მედიის თავისუფლების საკითხებს და მიმოიხილავს ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოცემულ პერიოდში ამ კუთხით შეიქმნა. საანგარიშო პერიოდად მიზანმიმართულადაა შერჩეული 2012-2016 წლები, რომელიც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების ოთხწლიან ციკლს. ანგარიშის მიზანს არ წარმოადგენს მედია სივრცის სრულყოფილი ანალიზი, არამედ ეხება მხოლოდ სატელევიზიო მაუწყებლებს. აღნიშნული განპირობებულია მათი განსაკუთრებული როლითა და მნიშვნელობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საანგარიშო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი მცდელობა, საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია ესა თუ ის ტელეარხი და ჰქონოდა ზეგავლენა მის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამ მხრივ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც როგორც რამდენიმე თოქშოუს დახურვას, ასევე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ძველი შემადგენლობისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტასაა და საგადასახადო შემოწმების დაწყებას მოიცავს. ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, რასაც ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა. ზემოხსენებული საქმეების გარდა ანგარიშში მიმოხილულია სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან ჟურნალისტების დაუსაბუთებელი და ზოგიერთ შემთხვევაში უკანონო გათავისუფლების, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების და სხვა მსგავსი ფაქტები. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოს კანომდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიმოხილვას, რომელთაც შესაძლოა გავლენა ქონდეთ მედიათავისუფლებაზე. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს კანონმდებლობის ცვლილებების პრაქტიკულ უარყოფით შედეგებს ან მიზანმიმართულად უგულებელყოფს მათ ზოგიერთი მაუწყებლისადმი ზიანის მიყენების მოტივით. ანგარიშში ასახული ფაქტების და საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი ტენდენციების გაანალიზება კომპლექსურად, მოვლენათა ქრონოლოგიის, არსებული კონტექსტის, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებების გათვალისიწნებით მოხდა, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ მკითხველს სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნას საქართველოში არსებული მედია თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. მედია გარემოს კომპლექსური დაკვირვება თვალნათელს ხდის ხელისუფლების ლტოლვას, სრული ან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყანაში მოქმედ ყველა წამყვან ტელემაუწყებელზე.როგორც ანგარიში ცხადყოფს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ტელეკომპანია „იმედსა“ და ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემების დახურვისა და ჟურნალისტებთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მოტივი პირდაპირ ან ირიბად სწორედ ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულება ან ხელისუფლების მიერ დაწუნებული სარედაქციო პოლიტიკა გახლდათ, ხოლო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებისთვის ხელისუფლების ბრძოლა, ყველაზე თვალნათლივ მედიამფლობელთა წინააღმდეგ სამართლებრივი დავის სახით წარმოგვიდგება. ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მაუწყებელზე გავლენის მოპოვების ნებისმიერი მცდელობა, მითუმეტეს კი მაუწყებლებზე სამართლებრივი იერიში, განსაკუთრებით საშიშია სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, პლურალისტული გარემოს არსებობას.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)