16:13 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 13:16:20, 788 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ვერსად ვერ მოიგებს, ვერც ზუგდიდში მოიგებს ის ქალბატონი

პარტიულ არჩევნებში, სადაც პარტიული სიაა, ვფიქრობ 48%-დან 54%-მდე დიაპაზონში „ქართული ოცნება" მიიღებს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პარტია "ქართული ოცნება" დომინანტია და დიდი უპირატესობით უგებს ახლოს მიმდევრებს.

"პარტიულ არჩევნებში, სადაც პარტიული სიაა, როგორც თქვენ იცით, ვფიქრობ 48%-დან 54%-მდე დიაპაზონში „ქართული ოცნება" მიიღებს. ამ დიაპაზონს ვასახელებ, ასე წარმომიდგენია. ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში, მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს. ვიღაცები ახერხებენ კრიტიკულ გამონათქვამებს, რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ. პარტია არის დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს ახლოს მიმდევარს",- განაცხადა ექს-პრემიერმა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნებს ვერ მოიგებს.

"ჩემი აზრით, მეორე ადგილზე მკვეთრად იკვეთებოდა "ნაციონალური მოძრაობა". საშუალო რაოდენობა მათი არის 10 დეპუტატი პარტიული სიიდან. მაჟორიტარს ვერსად მოიგებს "ნაციონალური მოძრაობა" და გასაგებია, ძალიან მარტივია, მათ შორის, ვერც ზუგდიდში მოიგებს ის ქალბატონი. ვერსად ვერ მოიგებს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. პარტიული სიიდან მათი საშუალო შედეგი იყო 10 კაცი, მინიმუმი 5, მაქსიმუმ 15.

ბოლო ორი კვირის აგონიაში მყოფების შეცდომებს თუ გავითვალისწინებთ, რაც მათ გააკეთეს, ჩემი აზრით, გაჩნდა დიდი შანსი, რომ მეორე ადგილზე "თავისუფალი დემოკრატები" გავიდნენ",- განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics