|
2016-10-03 12:01:15, 746 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელიამ დავით სერგეენკოსთან ერთად აბაშაში სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო მოსახლეობის შეკვეთა, რომელიც პირნათლად შესრულდა. სახელმწიფო მოტივირებულია თქვენთან ერთად გააგრძელოს ეს რეფორმა, რადგან ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი არის ჯანდაცვა.“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აბაშაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. შეხვედრაზე მინისტრმა ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი სამომავლო გეგმები განიხილა, საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინასების, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის სერვისების, მედიკამენტების ხარიხის უზრუნველყოფის და სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმების კუთხით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია აბაშის სამედიცინო დაწესებულებებში კორპორაცია „ევექსი“ და შ.პ.ს. „შანი" დაათვალიერეს და მედპერსონალს გაესაუბნენ. (NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)