11:33 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 09:57:07, 1375 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის, საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც დღეს, 14:00 საათზე, ანაკლიაში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი დაესწრებიან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება; პროცესი 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

პორტი 400 ჰექტარის ფართობზე აშენდება და მისი მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ნავსადგური 2020 წელს  გაიხსნება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
სტივენ კინგი - დონალდ ტრამპი - ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე ნებისმიერი მონსტრი, ბოროტმოქმედი თუ სულებით სავსე სასტუმრო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics