|
2016-10-03 09:46:43, 535 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანებს ისევ ისე ეყვარებათ ერთმანეთი, როგორც ოდესღაც უყვარდათ
ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანებს ისევ ისე ეყვარებათ ერთმანეთი, როგორც ოდესღაც უყვარდათ, და ისე, როგორც ოდესღაც საქართველო ყოფილა დიადი, ამ სიდიადეს ჩვენ დავუბრუნებთ ქვეყანას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, სოფო კილაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ზაზა გაბუნია წარადგინა. პრემიერმა არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "მინდა, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად მოგმართოთ, როგორც თქვენმა მეგობარმა და არა როგორც ტრიბუნაზე მდგომმა ადამიანმა, ყველა ჩვენგანის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განსაზღვროს საქართველოს მომავალი. ჩვენ ვიმარჯვებთ არჩევნებში, მაგრამ გვინდა, მაგრად გავიმარჯვოთ. ამიტომ, ყველანი მივიდეთ აუცილებლად და უარი ვუთხრათ იმ წარსულს, რომელიც გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადავხაზოთ და ვუთხრათ თანხმობა და მხარი დავუჭიროთ მომავალს - განათებულ, გაფერადებულ, აგუგუნებულ საქართველოს, ერთიან საზოგადოებას, სიყვარულით შეკრულს და გაერთიანებულ საქართველოს; მხარი დავუჭიროთ იმ საქართველოს, რომელსაც ყველა ჩვენგანი სიზმარში ხედავს და ენატრება - სადაც მეტი სიყვარული იყო, მეტი სითბო იყო, ადამიანები ერთმანეთს გვერდში ედგნენ. ეს ყველაფერი ჩვენ გვინახავს. ამიტომ, ვიდრე პირში სული გვიდგას, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ისევ მოვიტანოთ ქვეყანა, სადაც იქნება კიდევ უფრო ნათელი ახალგაზრდობა , მომავლის პერსპექტივა, განვითარება, წინსვლა. ჩვენ არ მივტირით წარსულს, ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანებს ისევ ისე ეყვარებათ ერთმანეთი როგორც ოდესღაც უყვარდათ და ისე, როგორც ოდესღაც საქართველო ყოფილა დიადი, ამ სიდიადეს ჩვენ დავუბრუნებთ ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა გასული ოთხი წლის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებსა და მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა. "მე არ ვიცი, ვინ რა გვირაბს აშენებს. ჩვენ ვაპირებთ, ავაშენოთ მლეთა -კობის გვირაბი, რიკოთის გვირაბი, ლენტეხის გვირაბი და ოთხ წელიწადში საქართველოს ინფრასტრუქტურა ვაქციოთ ევროპულ ინფასტრუქტურად, საქართველო ვაქციოთ თანამედროვე, განვითარებული და სატრანზიტო, ტურისტული ინფრასტრუქტურის ქვეყნად. ეს არის რეალობა. ჩვენი შვილების, მომავალი თაობის განათლება არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი. პედაგოგის დაფასება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი - ადამიანებისა, რომლებმაც, შიმშილის ზღვარზე მყოფებმა, გამოატარეს ჩვენი შვილების თაობა, 90-იანი წლები, რომლებმაც უზრუნველყვეს განათლების უწყვეტობა და ჩვენ აბსოლუტურად სწორად ვამაყობთ დღეს ჩვენი ახალგაზრდა თაობით. ამ ადამიანებს ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ და ქედი მოვიხაროთ მათ წინაშე. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა - ქვეყნის მმართველობის სისტემის ძირეული გარდაქმნა ისე, რომ ის იყოს თითოეული ადამიანის პრობლემებზე ორიენტირებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. (NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)