|
2016-10-03 09:43:29, 1603 ნახვა
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა.მ. სასაზღვრო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. "სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავიდან და საბარგულში დამონტაჟებული აირის ბალონიდან 8400 კაფსულა ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2 კილოგრამ და 520 გრამ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერების ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გატანას აპირებდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით)",-აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)